საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ს(ს)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურაში წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისიისა და ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის  N152/01–01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურაში  წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) სოფიკო ძნელაძე – სტუდენტთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი
2.  მაგისტრატურაში წარმოსადგენი დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით,10:00-დან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00), ყოველდღე,   შაბათ-კვირის  გარდა, თსუ, პირველი კორპუსი, 208-ე ოთახი.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.